გაკვეთილის გეგმა
1.გაკვეთილის თემა
|
ილია ჭავჭავაძე ,,კაცია ადამიანი''
|
2.სწავლების საფეხური
|
მეშვიდე კლასი
|
3.მოსწავლეთა რაოდენობა
|
23 მოსწავლ. არ არის განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე ბავშვები.
|
4.გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
გაკვეთილი აქტუალურია. მოსწავლეები შეძლებენ
მხატვრული ნაწარმოების ინტერპრეტაციას, ასევე, ჯგუფში მუშაობას, პრეზენტაციას. |
5.გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
გაკვეთილის გავლის შედეგად მოსწავლე:
1.გაიგებს თუ მთავარი აზრი რა არის??
2.რისი თქმა უნდა მწერალს ამ ნაწარმოებიდან?
|
6.მოსწავლეთა წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მსჯელობა, არგუმენტების მოყვანა, ერთმანეთს შორის დიალოგის გამართვა.
|
7.სასწავლო მასალა
|
ფანქრები, ფლომასტერები.
ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო, VII კლასი, ავტორები: ვ. როდონაია, ა. არაბული, ნ. ნაკუდაშვილი, მ. ხუციშვილი. |
8.გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი
|
მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა;
შეკითხვის დასმა: რომელი ეპიზოდები იყო თქვენთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი? 7 წთ. მოსწავლეთა დაჯგუფება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით (აიღებენ ბარათს, რომელზედაც წერია ნომერი); ჯგუფებისთვის დავალებების განაწილება(ჯგუფის თითოეული წარმომადგენელი აიღებს ბარათს, რომელზედაც წერია დავალება); |
9.მოსწავლეთა შეფასება
|
დისკუსია, ჯგუფური მუშაობა, გაკვეთილის პროცესში ჩართულობა.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий